ვინ ლობირებს სააკაშვილის გარემოცვიდან ნარკობიზნესს?!

ვინ ლობირებს სააკაშვილის გარემოცვიდან ნარკობიზნესს?, – ამ სათაურით გაზეთი „პრაიმ-ტაიმი“ სტატიას აქვეყნებს. გამოცემა ქართველ ექსპერტებზე დაყრდნობით წერს, რომ სააკაშვილი გარკვეული სახის ნარკოტიკებს საქართველოშიც ლობირებდა და ახლა ეს სატრანზიტო ხაზი ოდესაში გადაიტანა.
როგორც გამოცემასთან საუბრისას ექსპერტი მამუკა არეშიძე ამბობს, ოდესა, რომ ნარკოტიკების ტრანზიტია, ეს ახალი ამბავი არ არის.
„ადრე არაერთი შემთხვევა გვქონდა, როდესაც საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს ნარკოტიკების საკმაოდ სერიოზული პარტია, ან აკავებდნენ ისე, რომ საქართველო ჰქონდათ გავლილი. ერთ-ერთი ყველაზე შორეული ტვირთი ესტონეთშიც კი დააკავეს საქართველოს ტერიტორიაზე გავლით. ამ ბოლო დროს ასეთი რაოდენობის ტვირთი საქართველოს ტერიტორიაზე აღარ დაუკავებიათ, ანუ საქართველოდან რომ გადიოდა, თუ ჩრდილოეთისკენ მიდიოდა, ოდესის პორტიდან მიდიოდა. როგორც ჩანს, ამოვარდა საქართველო-აზერბაიჯანის რგოლი და სხვა ტრასა შედგა, ოღონდ ისევ ოდესის გავლით, ამიტომ ჩნდება ეჭვი, რომ შესაძლებელია სააკაშვილის გარემოცვიდან მავანი იყოს ამ საქმეში ჩართული. მაშინ მას აწყობდა, რომ საქართველოდან გასულიყო ტვირთი, ახლა უკვე საქართველო აღარ აწყობს და ამიტომ გადის პირდაპირ თურქეთი-ოდესის ტრასით“,-აცხადებს არეშიძე. 23 ივლისს რუმინეთში სამართალდამცავებმა 333 კილოგრამი ჰეროინი ამოიღეს. ქვეყნის პოლიციის ოფიციალურ საიტრზე ტვირთის სატრანზიტო ქვეყნებად თურქეთი და უკრაინაა დასახელებული. ამასთან მოლდოვას საზღვარზე მებაჯეებმა საბაჟო კონტროლისას , თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებით, 136,50 კილოგრამი ჰეროინი ამოიღეს. დოკუმენტების თანახმად სატვირთო მანქანა უკრაინიდან ,ბულგარეთში და შემდეგ მოლდოვაში გადასვლას აპირებდა და 21 ტონა კრამიტი გადაჰქონდა. მებაჟეებმა ინტენსიური დაკვირვების შედეგად საეჭვო ადგილებში ნარკოტიკი შენიშნეს. აღსანიშნავია, რომ ნარკოტიკი წითელი წიწაკის სუნითა და ტყვიის ფურცლით იყო დაფარული, რათა სკანირების მანქანას ვერ შეენიშნა. სწორედ ეს ორი ფაქტი დაუკავშირა ექსპერტებმა ერთმანეთს და გამოთქვამენ ეჭვს, რომ სააკაშვილს ნარკოტიკები ოდესაში შეაქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები