ლართან შედარებით, დოლართან მიმართებაში, რამდენიმე ქვეყნის ეროვნული ვალუტა მკვეთრად გაუფასურდა

დოლართან მიმართებაში რამდენიმე ქვეყნის ეროვნული ვალუტა კიდევ გაუფასურდა. თურქეთის ვალუტამ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია, ერთი აშშ დოლარი 2.95 თურქული ლირა ღირს – გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი კურსი 2.15 იყო.
რუსეთში 1 რუბლი 71 დოლარი გახდა, რაც ასევე ისტორიული მინიმუმია. ყაზახური ტენგე 25%-ით გაუფასურდა. 1 აშშ დოლარი 250 ყაზახური ტენგე ღირს, ერთი კვირის წინ კი კურსი 1:188 იყო.
აზერბაიჯანის ცენტრალურმა ბანკმა, კომერციულ ბანკებს აშშ დოლარის 1,055 მანათზე ძვირად გაყიდვა აუკრძალა, რათა სავალუტო ბაზარზე არსებული აჟიოტაჟი ჩაცხრეს, განუცხადა Reuters-ს მაღალი რანგის მენეჯერმა აზერბაიჯანის ცენტრალურ ბანკში.
„მეზობელ ქვეყნებში არსებული ეკონომიკური პროცესების ფონზე, აზერბაიჯანის მოსახლეობაში აჟიოტაჟი წარმოიშვა. ვალუტის გადამცვლელ ზოგიერთ პუნქტში აშშ დოლარის კურსმა 1,070 მანათს მიაღწია. სავალუტო ბაზარზე აჟიოტაჟის ჩასაცხრობად, ცენტრალურმა ბანკმა კომერციულ ბანკებს გაფრთხილება მისცა და რეკომენდაცია გაუწია დოლარის გაყიდვის კურსი 1,055 მანათის ფარგლებში განსაზღვრონ“, -განაცხადა სააგენტოს წყარომ ბანკებისთვის გაგზავნილ დოკუმენტზე დაყრდნობით.
თავად დოკუმენტის მოპოვება Reuters-მა ჯერ ვერ მოახერხა. წყარომ ასევე განაცხადა, რომ ბანკების მიმართ, რომლებიც არ შეასრულებენ ამ რეკომენდაციას, კანონმდებლობით განსაზღვრული ზომების მიღება მოხდება.
წინა კვირის პარასკევის 14.00 საათიდან, აზერბაიჯანის მსხვილმა კომერციულმა ბანკებმა აშშ დოლარის გაყიდვა შეწყვიტეს და ამასთან კურსი 1.070 მანათამდე გაზარდეს 1.050 მანათიდან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები