ვახტანგ მაისაია: არსებობს საფრთხე, რომ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ოდესის პორტი ნარკოტიკულ ჰაბად გადაიქცეს

არსებობს საფრთხე, რომ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ოდესის პორტი ნარკოტიკულ ჰაბად გადაიქცეს, საიდანაც არამარტო ნარკოტიკების გატარება, არამედ მათი დაფასოება და დასაწყოება მოხდება! – ამის შესახებ ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მაისაია უკრაინული ტელეარხ „1+1“-თან ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუსაც იხსენებს.
„პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ სააკაშვილი უკრაინის ეროვნულ უსაფრთხოებას დიდ საფრთხეებს შეუქმნის! სააკაშვილი თვითონ არის ნარკოტიკების მომხმარებელი, ამაში მანამდეც არ შემქონდა ეჭვი, მაგრამ საბოლოოდ მაშინ დავრწმუნდი, როდესაც უკრაინული ტელეარხის „1+1“ ჟურნალისტმა სააკაშვილს პირდაპირ ეთერში შესთავაზა, თმის ღერი მოიჭერით და ანალიზზე გავგზავნოთ, ხართ თუ არა ნარკოტიკების მომხმარებელიო?! ამის თქმა იყო და სააკაშვილი ტელესტუდიიდან დენნაკრავივით გაიქცა, რაც ბეჭედდასმულად ადასტურებს, რომ იგი ნარკოტიკების მომხმარებელია!“ – აცხადებს ვახტანგ მაისაია გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები