კომერციულ ბანკებში 1 აშშ დოლარის ღირებულება უკვე 2.4000 ლარს აღწევს

კომერციულ ბანკებში ერთი აშშ დოლარის ღირებულება დღეს უკვე 2.4000 ლარს აღწევს. ამ კურსით დოლარს „თი-ბი-სი ბანკი“ ყიდის. რაც შეეხება „საქართველოს ბანკს“, აქ ერთი აშშ დოლარი 2.4050 ლარი ღირს. ბანკ „რესპუბლიკაში“ კი ამ დროისთვის ერთი დოლარის შეძენა 2.35 ლარად არის შესაძლებელი. ეროვნული ბანკის ბოლო მონაცემებით, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.3271 ნაცვლად, 2.3336 ლარი იქნება.
ლარის კურსი შეიცვალა ევროსთან მიმართებაშიც. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით, ერთი ევროს შეძენა 2.6005-ის ნაცვლად 2.6342 ლარად იქნება შესაძლებელი.
თბილისში, სავალუტო ჯიხურებში დოლარის ფასმა ლართან მიმართებაში 2.39 ლარს მიაღწია. ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში დოლარის ყიდვა 2.36-2.39 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი.
რაც შეეხება გასაყიდ ფასს, სავალუტო ჯიხურები დოლარს 2.35-2.36 ლარის ფარგლებში იბარებენ.
როგორც ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში განაცხადეს, მათი მუშაობა საკმაოდ შემცირებულია, რადგანაც მოსახლეობა ვალუტის გადაცვლისგან თავს იკავებს. სავალუტო ჯიხურების ნაწილში აცხადებენ, რომ ბაზარზე დოლარის დეფიციტი შეინიშნება.
რაც შეეხება ლარის კურსს ევროსთან მიმართებაში, სავალუტო ჯიხურებში ერთი ევროს ყიდვა 2.73-2.75 ლარად არის შესაძლებელი. რაც შეეხება გასაყიდ ფასს, ევროს 2.69 ლარად იბარებენ.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში დღეისთვის 2,3336 ლარს, ევროსთან მიმართებაში კი 2.6342 ლარს შეადგენს. ახალი ოფიციალური კურსი დღეს საღამოს დადგინდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები