ბერლინში გია ყანჩელის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

ბერლინის ისტორიულ დარბაზში „კონცერტჰაუზში“ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის კონცერტი გაიმართა. ღონისძიება”Young Euro Classic” ფესტივალის ოფიციალური პროგრამის ფარგლებში ჩატარდა. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი მაესტროს საიუბილეო თარიღს მთელი წლის განმავლობაში კონცერტების სერიას მიუძღვნის. ბერლინის ცნობილ დარბაზში „კონცერტჰაუზში”, გია ყანჩელის ნაწარმოებებთან ერთად არვო პიარტის მუსიკამაც გაიჟღრა. სოლისტები: დუდანა მაზმანიშვილი, ანდრეს მუსტონენი, გიორგი ცაგარელი. დირიჟორი და მუსიკალური ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ცნობით,პროექტი განხორციელდა გერმანიაში საქართველოს საელჩოს პატრონაჟით; საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან ერთად, მხარდამჭერია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ფონდი „DAAD“-

11948085_401834796689376_4895745_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები