ფონიჭალასთან მდინარე მტკვარში ცხედარი იპოვეს

თბილისში, ფონიჭალასთან მდინარე მტკვარში ცხედარი იპოვეს.
როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, ამ ეტაპზე დადგენილი არ არის ცხედრის სქესი და ვინაობა.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან. შს სამინისტროში განმარტავენ, რომ სპეციალური პროცედურები უკვე დასრულებულია და ცხედარი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები