ზუგდიდი-მესტიის გზაზე მიკროავტობუსი ამობრუნდა

ზუგდიდი-მესტიის გზის ჩხორიას მონაკვეთზე ავარია მოხდა. რამდენიმე წუთის წინ აღნიშნულ გზაზე მიკროავტობუსი, რომელშიც უცხოელი ტურისტები და 2 ქართველი გიდი იმყოფებოდა, ბეტონის ბოძს დაეჯახა და ამობრუნდა.

როგორც “კვირას” შსს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, დაშავებულია ყველა მგზავრი. თუმცა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევის ადგილზე 6 სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული.

ექიმების თქმით, დაშავებულებს მძიმე და საშუალო სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებათ. 3 მათგანს ამ წუთებში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.

ტურისტების ვინაობის დადგენა ჯერჯერობით ვერ ხერხდება, რადგან, ექიმების თქმით, ისინი ტრავმულ შოკში არიან. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები