მაშველებმა მდინარე რიონში 12 წლის მოზარდის ცხედარი აღმოაჩინეს

სამდღიანი ძებნის შემდეგ, მაშველებმა 12 წლის მოზარდის ცხედარი მდინარე რიონში აღმოაჩინეს – ამის შესახებ „კვირას“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაცების მართვის სამსახურიდან აცნობეს. შეგახსენებთ, რომ 12 წლის მოზარდი ხობის მუნიციპალიტეტის შავღელეს ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე რიონში დაიხრჩო. სამძებრო სამუშაოებში ხობის, ფოთისა და ზუგდიდის სამაშველო სამსახურები იყვნენ ჩართულნი.
აღსანიშნავია, რომ 12 წლის მოზარდი მდინარეზე ბაბუასთან ერთად იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები