ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეჩერებულია

კახეთის რეგიონში გუშინ ღამით მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის რამოდენიმე მონაკვეთი დაზიანდა, რის გამოც ავტოსატრანსპორტო მოძრაობა ამ მიმართულებით დროებით შეჩერებულია.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია კონტრაქტორი კომპანია „თუშეთავტოგზის“ სპეციალური ტექნიკა.
სტიქიის გამო, შეფერხებული იყო მოძრაობა ლაგოდეხი–ყვარლის მთავარ ავტომაგისტრალზეც. ამ დროისათის გზა გაწმენდილია და გადაადგილება თავისუფლადაა შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები