საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ნატოს გენერალური მდივანი იანს სტოლტენბერგი ეწვევა

26-27 აგვისტოს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ნატოს გენერალური მდივნი იანს სტოლტენბერგი ეწვევა. აღსანიშნავია, რომ ნატოს გენმდივნის რანგში ეს გახლავთ იანს სტოლტენბერგის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.

ვიზიტის ფარგლებში ნატოს გენმდივანი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთნ. გენერალური მდივანი პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს.

27 აგვისტოს კრწანისის სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე გაიმართება ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის ინაუგურაცია. გენერალური მდივანი შეხვდება საქართველოს შეიარაღებული ძალების ასეულს, რომელიც ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებისთვის გადამზადდა.

ოფიციალური შეხვედრების ფარგლებში განიხილება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებულ საკითხთა სრული სპექტრი და ამ მიმართულებით დაგეგმილი შემდგომი ნაბიჯები, უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის მიმდინარეობა და ვარშავის 2016 წლის ნატოს სამიტისთვის მზადების პროცესი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები