სემეკმა მოქალაქეებს 30 168.73 ლარის დავალიანება ჩამოაწერა

სემეკმა მოქალაქეებს 30 168.73 ლარის დავალიანება ჩამოაწერა. სემეკის ინფორმაციით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) საჯარო სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილა. მათი უმეტესობა მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის არსებულ დავებს შეეხებოდა. განსახილველი საკითხებიდან ჭარბობდა დავები სს “თელასთან” და შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისთან” მიმართებაში. მოქალაქეთა საჩივრების საფუძველს წარმოადგენდა ხანდაზმული დავალიანებები, უსაფუძვლოდ დარიცხული თანხები, კომპანიების დადგენილებები აბონენტების ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნობის თაობაზე, მრიცხველის საფასურის უსაფუძვლო დარიცხვები. მთლიანობაში, ჩამოწერილი თანხების ოდენობამ 30 168. 73 ლარი შეადგინა.

კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს.

მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც „ცხელ ხაზზე“: 242 01 80, ასევე ფეისბუქის კომისიის ოფიციალურ გვერდზეც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები