ზალდასტანიშვილის ქუჩაზე ხეების უნებართვო მოჭრის ფაქტზე მასალები შსს-ს გადაეგზავნა

თბილისში, ზალდასტანიშვილის ქუჩაზე ხეების უნებართვო მოჭრის ფაქტზე მასალები შინაგან საქმეთა სამინისტროში გუშინ საღამოს გადაიგზავნა.

როგორც მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა ბიძინა გიორგობიანმა საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე განაცხადა, გარემოზე მიყენებული ზარალი 19 ათას ლარს შეადგენს.

„გუშინ საღამოს “შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიგზავნა მასალები. გარემოზე მიყენებული ზიანი შეადგენს 12 ათას ლარს. თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ ისტორიულ უბანში მოჭრილი ხე თითქმის ორმაგად იანგარიშება, ზარალი 19 ათასი ლარი გახდა. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება იმ მესაკუთრის მიმართ, ვინც მსგავსი რამ მოიმოქმედა. როგორც ვიცი, ქორიძეა გვარად”, – აღნიშნა ბიძინა გიორგობიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები