სამტრედიაში ავარიას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

4 გარდაცვლილი და 5 დაშავებული – ასეთი შედეგით დასრულდა სამტრედიის რაიონის სოფელ ბაშში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, სამტრედიის ავტობანზე ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.
ავარიის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები ქუთაისის სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები