რუსთავში მეზობელმა 44 წლის მამაკაცი მოკლა

რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე წუხელ, დაახლოებით 3 საათზე მკვლელობა მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მეზობლებს შორის ურთიერთშელაპარაკება მკვლელობით დასრულდა.
მეზობლების ინფორმაციით, გუშინ საღამოს, თევზაობის შემდეგ, მამაკაცები ე.წ. “ბესედკაში” ქეიფობდნენ. სუფრაზე მყოფ პირებს, კიდევ რამდენიმე მეზობელი შეუერთდა, მათ შორის იყო ი.ბ. დაახლოებით 20 საათისთვის უმრავლესობა დაიშალა და სახლებში წავიდნენ. მაგიდასთან სულ 3-4 ადამიანი დარჩა, დაახლოებით 23 საათისთვის კი ეზოში მხოლოდ ი.ბ. იყო. მეზობლების თქმით, 44 წლის ი.ბ. ხშირად სვამდა და შემდეგ ქუჩაში გვიანობამდე რჩებოდა. შუაღამისას, დაახლოებით 3 საათისკენ მას შელაპარაკება მოუვიდა მეზობელთან, რომელმაც შემდეგ მოკლა. მეზობლების ინფორმაციით, ეჭვმიტანილი რამდენჯერმე ნასამართლევი, 40 წლამდე მამაკაცია. ცნობილია ასევე, რომ ი.ბ. ეჭვმიტანილმა ქვით მოკლა, შემდეგ კი სახლში ავიდა და დაიძინა. გარდაცვლილი გამთენიისას მეზობლებმა იპოვეს.

მომხდარის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ შს სამინისტროში დაუდასტურეს. სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 108- ე მუხლით დაიწყო და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები