საგარეო უწყება ესტონ კოჰვერის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კვლავ ეხმაურება დაახლოებით ერთი წლის წინ რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ესტონეთის ტერიტორიიდან, ესტონეთ-რუსეთის საზღვართან ახლოს, ესტონეთის პოლიციის ოფიცრის ესტონ კოჰვერის გატაცების ფაქტს და გამოხატავს შეშფოთებას მიმდინარე წლის 19 აგვისტოს, რუსეთის ფედერაციის ფსკოვის ოლქის რეგიონული სასამართლოს მიერ მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გამო.
“აღნიშნულ განაჩენს, ისევე როგორც ესტონ კოჰვერის პატიმრობას, განვიხილავთ როგორც უკანონო ქმედებას. იმედს გამოვთქვამთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა არ დაიშურებს ძალისხმევას, რათა მოხდეს ესტონეთის მოქალაქის დაუყოვნებლივ გათავისუფლება და მისი უსაფრთხო დაბრუნება სამშობლოში“,-აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები