ანანურში კლდის მასის ჩამოშლის შედეგად ბავშვი დაშავდა

უბედური შემთხვევა მოხდა ანანურში. ტრასაზე მიმავალ “მერსედესის” მარკის მანქანას კლდიდან მოწყვეტილი ლოდი დაეცა.

კურიერის ინფორმაციით, მანქანაში 6 მოქალაქე იმყოფებოდა, მათგან მხოლოდ ერთი, მცირეწლოვანი ბავშვი დაშავდა.

როგორც სასწრაფო დახმარების სამსახურში რუსთავი-2-ს განუცხადეს დაშავებული მცირეწლოვანი ბავშვი მძიმე მდგომარეობაში მცხეთის “ჯეო ჰოსპიტალში” გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები