მომღერალმა ვალერიამ ბავშვი დაკარგა

  45 წლის მომღერალმა ვალერიამ მეორე თვეში ორსულობის დროს ბავშვი დაკარგა. ეს სამწუხარო ინფორმაცია მისმა მეუღლემ, პროდიუსერმა იოსიფ პრიგოჟინმაც დაადასტურა. ვალერია და იოსეფი დიდხანს ოცნებობდნენ საერთო ბავშვზე, თუმცა მათ სუროგატი დედისთვის, მრავალი მეგობრის მსგავსად, კლინიკა “ლაპინოსთვის” არ მიუმართავთ, სადაც ბოლო ორი თვის განმავლობაში მომღერალი დაკვირვების ქვეშ იყო. იგი გააფრთხილეს, რომ მუცლის მოშლის რისკი ბოლო თვეებში შესაძლებელი იყო, თუმცა მომღერალი აქტიურ ცხოვრებას მაინც განაგრძობდა. ის სცენაზე გამოდიოდა.
“ეჭვი არ მეპარება, რომ მე და ვალერიას საერთო შვილი გვეყოლება. ჩვენ ხომ ბავშვის სახელიც მოფიქრებული გვქონდა”, – განაცხადა მომღერლის მეუღლემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები