“რუსთავი2“-ის საქმეზე ვანო მერაბიშვილის დაკითხვა იგეგმება“

მალე “რუსთავი2“-ის საქმეზე ვანო მერაბიშვილის დაკითხვა იგეგმება, – ამის შესახებ გაზეთი “პრაიმტაიმი“ დღევანდელ ნომერში წერს.

სტატიის ავტორი განმარტავს, რომ მერაბიშვილი და ადეიშვილი არიან სწორედ ის პირები, რომელთაც ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი უშუალოდ ადებენ ხელს და ამბობენ, რომ ზეწოლა სწორედ ამ პირებისგან მოდიოდა.

“ჩვენთვის ცნობილია, რომ მალე “რუსთავი2“-ის საქმეზე ვანო მერაბიშვილის დაკითხვა იგეგმება. მერაბიშვილი და ადეიშვილი არიან სწორედ ის პირები, რომელთაც ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი უშუალოდ ადებენ ხელს და ამბობენ, რომ ზეწოლა სწორედ ამ პირებისგან მოდიოდა.

ამ საქმეზე გამოძიებამ მოასწრო არხის კიდევ ერთი დამფუძნებლის ეროსი კიწმარიშვილის დაკითხვა, რომელიც მოგვიანებით საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. კიწმარიშვილმა თავის ბოლო ინტერვიუში “რუსთავი 2“-ის საქმეზე ჩვენება ნამდვილად მისცა, თუმცა იქვე განმარტავდა, რომ ხელისუფლება თავის ყოფილ პარტნიორებთან (ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი) გარკვეული ალიანსის გზით ცდილობს “რუსთავი 2“-ზე გავლენის მოპოვებას“, – წერს პრაიმტაიმი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები