„არაფერი კაცი შენ არ ყოფილხარ, ხარშილაძევ… პატარა, ვირთხისმაგვარო კაცუნავ…“

„არაფერი კაცი შენ არ ყოფილხარ, ხარშილაძევ… პატარა, ვირთხისმაგვარო კაცუნავ… – ასე ეხმაურება გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის დაცვის ყოფილი უფროსი კახა გოჩაშვილი ბრალდებულების – კობა ხარშილაძის და მიხეილ ძაძამაიას სასამართლოში მიცემულ ჩვენებებს. როგორც კახა გოჩაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აღნიშნავს, როგორც კობა ხარშილაძე და მიხეილ ძაძამია სასამართლო პროცესზე იქცევიან, მას არც წიგნში არ წაუკითხავს და არც რომელიმე მხატვრულ ფილმში არ უნახავს.
გოჩაშვილის ინფორმაციით, რასაც ხარშილაძე და ძაძამია ზურაბ ჟვანიას მისამართით ჩვენებებს იძლევიან, მას არ სჯერა და ზურაბ ჟვანიას პიროვნებაში ეჭვი არასდროს შეჰპარვია.
„ყველაფერს აქვს საზღვარი… ადამიანთა სულმოკლეობას არა… გადმომდგარხარ… სიცრუისა და სიბინძურის ნიაღვარს ანთხევ… არაფერი კაცი შენ არ ყოფილხარ, ხარშილაძევ… პატარა, ვირთხისმაგვარო კაცუნავ… პროცესზე გითხარი, სიცოცხლეს განდობდი თქო… თურმე რა გადარჩენილი ვარ… ჩემს თავზე მეშლება ნერვები… მეგონა, გიცნობდი (თუმცა სადაც ზურას გაბითურება მოახერხე)… შემეცოდე, მგელივით აწყდებოდი აქეთ-იქით ბარიერს… უფრო სწორედ, დარბაზში მჯდომი შენი ოჯახის წევრები იყვნენ ცოდო… მაგრამ… ეგეთი ხერხით ფონს გასვლა…… წიგნში არ წამიკითხავს და ფილმში არ მინახავს…… ძაძამიაზე ვთქვი და ვიმეორებ… არაფერი სხვა დანიშნულება მას არ ჰქონია, გარდა იმისა, რომ თავის კომპლექციიდან გამომდინარე, საიმედო ჯავშანჟილეტი იყო… სხვა არაფერი… არასდროს მეტი არ მიფიქრია მასზე… თუმცა თქვენზე საკმარისია………….. მე,ისევ და ისევ მთელი ქვეყნის გასაგონად მინდა ვთქვა…. ადამიანს, რომელსაც ცხრა წლის მანძილზე ყოველდღიური… დილიდან თითქმის მეორე დილამდე ურთიერთობა მქონდა ზურასთან, მაქვს პრეტენზია განვაცხადო, რომ თუ ვინმე იცნობდა მას… იცნობდა მის ზნეს… ხასიათს… მის ჩვევებს… ქცევებს… ვარ მე!..და არასდროს (ღმერთია ამის მოწმე)… არასდროს შემპარვია იოტისოდენა ეჭიც კი იმაში, რის დამტკიცებასაც ეს ორი უბედური ცდილობს……. ბოლოსდაბოლოს, ეს მე ჩემთვის… ჩემს თავთან მაინც ვიცი……და ყველაფრი ამის შესახებ მინდა კიდევ ერთხელ გავუმეორო ზურას ოჯახს… მის ულამაზესმა შვილებს… მის არაჩვეულებრივ დედას და, რა თქმა უნდა… პირველ რიგში, მის ვაჟს….ბუსას!!
p.s. ვინც მიცნობს და ვინც ჩემი ამბავი იცის… მათ მინდა ვუთხრა…. ისიც მიფიქრია…. უფალმა ალბათ იმიტომ დამტოვა ცოცხალი, რომ კიდევ ერთხელ… როგორც მის სიცოცხლეში, ისე მისი სიკვდილის შემდეგ მიმეღო მონაწილეობა მისი სახელიდან ტალახის ჩამოწმენდაში…“ – წერს ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი უფროსი კახა გოჩაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლოში ნაფიცი მსაჯულების წინაშე გარდაცვლილი ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებულებმა კობა ხარშილაძემ და მიხეილ ძაძამაიამ ყოფილი პრემიერ – მინისტრის სექსუალურ ორიენტაციის ირგვლიც ჩვენება მისცეს. ბრალდებულებმა ჩვენების დროს კიდევ ერთხელ გაიხსენეს 2005 წლის 3 თებერვლის ღამე, რა დროსაც ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ცხედრები საბურთალოზე, კონსპირაციულ ბინაში აღმოაჩინეს.
„ეს ნიღაბი წვერი იყო და როდესაც მივდიოდით ხოლმე ამ კონსპირაციულ ბინებში, ზურას შავი სპორტული ჩანთა ჰქონდა, იქ ელაგა ესენი. გაიკეთებდა ამ წვერს, გაიკეთებდა სათვალეებს, ქუდს ჩამოიფხატავდა. ამ დროს სასწაული შესახედი იყო“, – აღნიშნა მიხეილ ძაძამიამ.
ძაძამიამ ასევე აღნიშნა, რომ სააკაძის მოედანზე ჟვანიას დავალებით იყიდა საჭმელი, სასმელი, საგარეტი და შემდეგ მიიყვანა იგი საბურთალოს ქუჩაზე, სადაც მოგვიანებით მივიდა რაულ უსუპოვი. ძაძამიას თქმით, სწორედ მან დაალაგა საჭმელი მაგიდაზე, შემდეგ ჩართო გამათბობელი და, პრემიერის ბრძანების შესაბამისად, საბურთალოს ქუჩა დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები