ტაავი რივასმა ირაკლი ღარიბაშვილს უნიკალური საათი აჩუქა
ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა ტაავი რიივასმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ესტონური საათი უსახსოვრა, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წერს.
“ესტონეთის პრემიერ-მინისტრი და მე. მე მიკეთია უნიკალური ესტონური საათი Wooch-ი, სპეციალური საჩუქარი ჩემი ესტონელი მეგობრისგან! ჩვენ გვქონდა არაჩვეულებრივი სადილი და, რა თქმა უნდა, უეფას სუპერთასის ფინალი იყო გასაოცარი! Viva Barselona FC“, – წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.