თამაზ მეჭიაური ლარის პრობლემებს ეროვნულ ბანკს აბრალებს

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური ლარის პრობლემებს გამოეხმაურა. მეჭიაური ლართან დაკავშირებით ყველა პრობლემას გიორგი ქადაგიძეს აბრალებს.
როგორც ის აცხადებს, სწორედ ეროვნულ ბანკს ჰქონდა ლარის დასტაბილურებისთვის საჭირო ყველა ბერკეტი, თუმცა მან არაფერი გააკეთა, ახლა კი ცდილობს დამნაშავედ ხელისუფლება გამოიყვანოს. მეჭიაურის განცხადებით, ფინანსური ზედამხედველობის სააგენტო უნდა შეიქმნას.
შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა გუშინ რეფინანსირების განაკვეთი ნახევარი პროცენტით ისევ გაზარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები