თბილისის საკრებულოში ინციდენტი მოხდა
თბილისის საკრებულოში, სადაც მირზა შაფის პროექტის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.
„პარტიზანი მებაღეების“ წარმომადგენელი ნატა ფერაძე ჯერ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან პოლემიკაში შევიდა, შემდეგ კი საკრებულოს დარბაზის ზედა იარუსიდან წყალი გადაასხა.
ინციდენტის შემდეგ, დაცვის წარმომადგენლებმა ნატა ფერაძეს სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს.
აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ, დაცვამ ირაკლი კაკაბაძესაც დაატოვებინა საკრებულოს შენობა.