ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა. 12 აგვისტოდან ერთი დოლარის შეძენა 2.2980 ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც აქამდე მოქმედებდა, 2.3024 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0044 ლარი შეადგინა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც მცირედით გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.5356 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა აქამდე მოქმედი კურსი 2.5174 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0182 ლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები