გერმანული ბრენდი „Ergoline” – გავირუჯოთ უსაფრთხოდ და გავიფერადოთ ცხოვრება

 გაზაფხულდა. წელიწადის ეს დრო  ენერგიით და ახალი ემოციებით ავსებს ადამიანებს. ამ დროს განსაკუთრებით ქალები ზრუნავენ ,,ზამთარგამოვლილი“ სხეულის გაჯანსაღებაზე და იწყება დიეტა, გასახდომი ვარჯიშები, იოგა, ცურვა, სოლარიუმი… თბილისში ასეთი უამრავი დაწესებულებაა, მათ შორის ერთ-ერთი ლიდერი  სოლარიუმი „ergoline-lifestyle studio“–ა. ოქროსფერი სხეულის მისაღებად სოლარიუმში არსებული უახლესი ტექნოლოგიის აპარატები  ულტრაიისფერი სხივების მხოლოდ სასარგებლო თვისებების ზემოქმედებას უზრუნველყოფს. შესაბამისად,   ლამაზად გამოიყურებით და ამასთან,  ჯანსაღი სხეული გაქვთ.
11„გერმანულ ფირმა „Ergoline”-ს მსოფლიო სოლარიუმებს შორის წამყვანი ბრენდის სტატუსი აქვს.   აბაშიძის №22–ში მდებარე  „ergoline-lifestyle studio” საქართველოში მისი ოფიციალური წარმომადგენლობაა. თბილისის სოლარიუმს გერმანიის მწარმოებელ  ქარხნებთან პირდაპირი კავშირი აქვს.
„ჩვენთან მოდიან არა მხოლოდ რუჯის, არამედ საკუთარ თავზე ზრუნვის და მოვლის მოყვარულებიც. ათ წელზე მეტია ევროპული სტანდარტებით ვმუშაობთ.  ჩვენთან ყველა ტიპის  თანამედროვე აპარატი  ტექნიკურად გამართულია.  პირდაპირი კავშირი გვაქვს გერმანიის მწარმოებელ ქარხნებთან, აპარატურა მუდმივად წესრიგშია, რაც იმაში გამოიხატება, რომ ტექნიკის ყველა საჭირო დეტალი დროულად, საჭიროების შესაბამისად იცვლება. ეს უზრუნველყოფს, რომ რუჯი მივიღოთ უსაფრთხოდ, ის იყოს ჯანსაღი და ოქროსფერი.
ვისთვისაც არ არის აკრძალული მზე, არ ეკრძალება სოლარიუმი?
8ოზონის შრის დაბინძულების შედეგად მზე დღეს რადიაციულია, ხოლო სოლარიუმს გამოსხივება არ აქვს. ამას უზრუნველყოფს სპეციალური ფილტრები, რომელიც ყოველთვის დროულად იცვლება,“  – აღნიშნავს „ერგოლაინის“ წარმომადგენელი სოფო აზნაურიშვილი.
სოლარიუმ  „ergoline-lifestyle studio“–ში მისული  გარუჯვის მსურველების  კანის ტიპს  უახლესი ტექნოლოგიის სენსორული აპარატი ადგენს. ამის შემდეგ ულტრაიისფერი სხივებისადამი მგრძნობელობის შესაბამისად, აპარატი  გარუჯვისათვის ინდივიდუალურ პროგრამას არჩევს. დრო განაწილდება იმის მიხედვით, თუ რამდენი წუთია საჭირო უსაფრთხო რუჯისთვის. ეს გამორიცხავს კანის დაწვას, ან დასტრესვას.
გარდა ამისა, აპარატებს აქვს აქვაფრეში ანუ დანამვა, ვინტილაცია და კლიმატკონტროლი, რაც მომხმარებელს მისთვის სასურველი ტემპერატურის დარეგულირების საშუალებას აძლევს.
როგორც ცნობილია, სახე–დეკოლტის ნაწილში შეფერილობის მიღება რთულია, რადგან აქ ცხიმოვანი უჯრედები ნაკლებია. „ergoline-lifestyle studio“ ამ დისკომფორტსაც მოგიხსნით და ის გთავაზობთ სახე–დეკოლტის გარუჯვის სპეციალურ აპარატს.  როგორც „Ergoline“-ში ამბობენ, ამ მომსახურებით საკმაოდ ხშირად სარგებლობენ, როგორც მანდილოსნები, ისე მამაკაცები. აღმოჩნდა, რომ ქართველი ძლიერი სქესის წარმომადგენლები სოლარიუმის ძალიან ხშირი სტუმრები არიან და ისინი, თითქმის ყველა სერვისით სარგებლობენ.
217452_515959168464337_1017188585_n „ergoline_lifestyle studio“ კოლაგენარიუმითაც მოგემსახურებათ.  ეს არის წითელი სხივის თერაპია, რომელიც ორგანიზმს ახალგაზრდა უჯრედების, კოლაგენისა და ელასტინის გამოყოფაში ეხმარება, ამის შედეგად კი კანი ახალგაზრდავდება. სულ რაღაც 10 სეანსის შემდეგ თქვენ გაახალგაზრდავებულ კანს მიიღებთ. ეს მეთოდი რამდენიმე წელია  ევროპაში  დამკვიდრდა და უკვე აქტიურად გამოიყენება.
სასურველი შეფერილობის სხეულის მიღების შემდეგ, რა თქმა უნდა,  მისი შენარჩუნებაა საჭირო. ამისთვის სოლარიუმი „ergoline-lifestyle studio“ გთავაზებთ საჭირო კრემებს. მათი მეშვეობით თქვენ შეძლებთ გაირუჯოთ სწრაფად, შეინარჩუნოთ მიღებული შედეგი და დაიტენიანოთ სხეული.
„ergoline_lifestyle studio“-ში სამი ხაზის გერმანული კრემები გვაქვს, რომლებიც გამოიყენება რუჯის წინ და რუჯის შემდეგ. ეს კრემები ეხმარება ორგანიზმს მელანინის გამოყოფაში, რაც ულტრაიისფერი სხივების დასხივების შემდეგ კანის სწრაფად გარუჯვას უზრუნველყოფს. ასევე, კანს უნარჩუნებს ელასტიკურობას და ის აღარ შრება. გარეგანი დატენიანების გარდა, სპეციალური  კრემები კანის შიდა შრეს ატენიანებს, რაც მას ახალგაზრდა იერს უნარჩუნებს,“ – ამბობს ,,Ergoline“-ის  წარმომადგენელი  სოფო აზნაურიშვილი.
564636_459255504134704_1490840617_n „Ergoline_lifestyle studio“–ში, გარდა სოლარიუმისა,  შეგიძლიათ სხვა მომსახურებითაც ისარგებლოთ. ეს არის სარელაქსაციო, საკორექციო და ანტიცელულიტური მასაჟი. ასევე, ლიმფოდრენაჟი, რაც ორგანიზმს   ათავისუფლებს შლაკებისგან.  აქვე შეგიძლიათ მანიკურ–პედიკურის გაიკეთებაც. პედიკური კი კეთდება გერმანული მეთოდით, რაც გულისხმობს ელექტროქლიბს  და პროცესი უმტკივნეულოა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, „ergoline_lifestyle studyo“–ში არსებული უახლესი ტექნოლოგიური აპარატებით გარუჯვისას თავიდან აუცილებელია ულტრაიისფერი დასხივების უარყოფითი თვისებების ზემოქმედება. ულტრაიისფერი სხივების ზომიერი დასხივება კი უამრავი დადებითი თვისების მატარებელია. ის პოზიტიურად აისახება კანის სტრუქტურაზე, მისი მეშვეობით შეიწოვება კალციუმი, აჩქარებს სისხლის მიმოქცევას, ხელს უწყობს ნივთიერებათა სწრაფ ცვლას და წონაში კლებას, წევს ქოლესტერინის დონეს,  იოლდება  დეპრესიის დათრგუნვა, გამოიყოფა ბედნიერების ჰორმონები – ენდოფილები, რომელიც დადებითად აისახება გუნება- განწყობილებაზე. ეს ყველაფერი კი ულტრაიისფერი სხივების ზომიერი დასხივების შედეგად ხდება, რისი მიღებაც ხელმისაწვდომ ფასად შეგიძლიათ სოლარიუმში „ergoline_lifestyle studio“. ასე, რომ გაიფერადეთ ცხოვრება „ერგოლაინთან“ ერთად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები