ოზურგეთის გამგებელი მერია-კონჭკათის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაესწრო

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მერია-კონჭკათის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობის მეორე ეტაპი მიმდინარეობს.
პროექტის საერთო ღირებულება 2 500 000 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს კომპანია: „პირამიდა-fr“ ახორციელებს.
გზის მშენებლობის პროცესს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე, გურიის გუბერნატორთან – გია სალუქვაძესთან ერთად დაესწრო.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. აქამდე ამ სოფლებში ასფალტისსაფრიანი გზა არ ყოფილა. ახალი გზა ორი სოფლის პრობლემას მოხსნის, რომლითაც 5 700 მაცხოვრებელი ისარგებლებს. სამშენებლო სამუშაოები 2014 წელს დაიწყო. მოეწყო მილხიდები, განხორციელდა გზის გამაგრებითი სამუშაოები. ამჟამად გზის მოასფალტება მიმდინარეობს“, – აღნიშნა მერაბ ჭანუყვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები