სუპერთასის მატჩის დროს თბილისის სასწრაფო – სამედიცინო ცენტრი სპეციალური გეგმის მიხედვით იმუშავებს
11 აგვისტოს, სუპერთასის მატჩის დროს სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე თბილისის სასწრაფო – სამედიცინო ცენტრის ეკიპაჟები სპეციალური გეგმის მიხედვით განთავსდებიან.
როგორც „კვირას“ სასწრაფო – სამედიცინო ცენტრში განუცხადეს, ხვალინდელი მატჩისთვის სასწრაფოს ექიმთა ბრიგადები სპეციალური გეგმის მიხედვით იმუშავებენ. „კერძოდ, სასწრაფოს 2 ბრიგადა „დინამო არენაზე“ განთავსდება, ხოლო თითო-თითო ბრიგადა ფან-კლუბების მიმდებარე ტერიტორიაზე და ვაკის პარკში“, – აცხადებენ თბილისის სასწრაფო სამედიცინო ცენტრში.
შეგახსენებთ, რომ 11 აგვისტოს “დინამო არენაზე” სუპერთასის მატჩი გაიმართება. ერთმანეთს კატალონიის “ბარსელონა” და ესპანეთის “სევილია” დაუპირისპირდებიან.