გალაკტიონის ხიდიდან მარჯანიშვილის მეტროს მიმართულებით გზა გადაკეტილია (ფოტოკოლაჟი)
მარჯანიშვილის ქუჩაზე სასმელი წყლის მილის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, ელბაქიძის დაღმართიდან მარჯანიშვილის მეტროს მიმართულებით ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია, ხოლო სავალი გზა გალაკტიონის ხიდიდან მარჯანიშვილის მეტროს მიმართულებით გადაკეტილია.
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, უ. ჩხეიძისა და დ. უზნაძის ქუჩები გადაიტვირთა. ტრანსპორტის გადაადგილება შეუძლებელი ხდება მარჯანიშვილის ქუჩისა და მარჯანიშვილის მეტროს მიმართულებით, გზის სავალ ნაწილზე.
შეგახსენებთ, დაახლოებით ერთი საათის წინ, თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე, „ჯეოსელის“ ოფისის წინ წყლის მილი გასკდა, რომლის ძლიერმა ნაკადმა გზის ჩავარდნა გამოწვია. ავარიის გამო, მარჯანიშვილის ქუჩის და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ 4 კორპუსს წყალი ამ დრომდე არ მიეწოდება . სასმელი წყლის მილის სარეაბილიტაციო სამუშაოები, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე დასრულდება.