კახა კახიშვილი: ჩვენ სიტუაციას ვაკონტროლებთ
ჩვენ სიტუაციას ვაკონტროლებთ და ჩვენს თანამოქალაქეებს მოვუწოდებ, ნუ ეცდებიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რაიმე ნივთის გადაგდებას, – ასე გამოეხმაურა.
სასჯელაღასრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი უწყების საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ ორი პირის დაკავების ფაქტს.
როგორც კახიშვილმა აღნიშნა, პირი, რომელიც შეეცდება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რაიმე ნივთის გადაგდებას, შესაბამის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცემა. “რამდენიმე დღის წინ იყო მცდელობა, ერთ-ერთ დაწესებულებაში აკრძალული ნივთის გადასროლის, რის შედეგადაც დაიწყო გამოძიება. 2 პირი მისცეს პასუხისგებაში. კერძოდ, საუბარია მობილური ტელეფონის გადაგდებაზე. მივმართავ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ ჩვენ ვაკონტროლებთ სიტუაციას, ამიტომ პრევენციულად კარგი იქნება ყველა ის ადამიანი, ვინც მოიფიქრებს რაიმეს გადაგდებას დაწესებულებაში, კარგად დაფიქრდეს”, – განაცხადა კახა კახიშვილმა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის აღმოსავლეთის სამმართველოში დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-3781-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რომელიც აკრძალული საგნების გადაცემას გულისხმობს.