პრემიერ-მინისტრის ვაჟი პატრიარქმა და ბერამ მონათლეს (ფოტოკოლაჟი)

დღეს, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის უმცროსი ვაჟი მოინათლა. პატარა გაბრიელის ნათლობის ცერემონია სამების ტაძარში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაცია პრემიერის facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. პრემიერის ვაჟი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ და ბერამ მონათლეს.
„დღეს ჩემი გაბრიელი გაქრისტიანდა… ნათლობის საიდუმლოს სამების ტაძარში ვაზიარეთ. ჩემთვის უძვირფასესმა ადამიანებმა მონათლეს – მისმა უწმინდესობამ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ და ბერამ… გაბრიელი ძალიან იამაყებს, როცა მათ გაიცნობს, როცა მოუსმენს… მჯერა, ნათლიებიც იამაყებენ… მინდა, ცხოვრების გზაზე უფლის მფარველობით იაროს“,-წერს პრემიერი.

10985959_896377280453349_488011803906142560_n

11218216_896367700454307_7355275168179440625_n

11822638_896378693786541_2507623435773933635_n

11252011_896375817120162_2424854583000010327_n

11826025_896367673787643_4053618699254255126_n

11846575_896375417120202_8790481176856153517_n

11813487_896380280453049_1017321053377316598_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები