სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს
ბაბუშერის სამარხის გახსნის შედეგად იდენტიფიცირებული 12 ნეშტის სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო მიმდინარეობს.
სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებიან მთავრობის წევრები, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები. აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა ოჯახის წევრებს უკვე მიუსამძიმრა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, ირინე იმერლიშვილმა.
სამების საკათედრო ტაძარში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ელოდებიან.
ბაბუშერის სამარხის გახსნის შედეგად იდენტიფიცირებულ 12 ნეშტს დღესვე სამხედრო პატივით, დიღმის ძმათა სასაფლაოზე, 15.00 საათზე დაკრძალავენ.