გიგლა აგულაშვილმა გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებულ პირებს დეპარტამენტის სტატისტიკა გააცნო

გარემოსა და ბუნერივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებულ პირებს, ბრაკონიერობის წინააღმდეგ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გატარებული ღონისძიებების სტატისტიკა გააცნო.
ადგილზე ნიმუშის სახით წარმოდგენილი იყო დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების ჯგუფის მიერ ბარკონიერებისათვის ჩამორთმეული სამართალდარღვევის იარაღები.
შეხვედრას გარემოსდაცვით საკითხებზე მომუშავე კლუბების და ასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ასევე, ადგილზე იმყოფებოდნენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის წარმომადგენლები. აღნიშნული უწყებები ჩართულები არიან გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დაცვის საკითხებში. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში გაგრძელდა.
ღონისძიების მონაწილეებმა უშუალოდ მინისტრისგან მიიღეს პასუხები მათ მიერ დასმულ კითხვებზე. ასევე, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ბრაკონიერების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში მათი მოსაზრებები გაეცნოთ სამინისტროს ხელმძღვანელისთვის.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ბრაკნიერების წინააღმდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს პრევენციულ ღონისძიებებს. ამასთან, მოქმედებს „ცხელი ხაზი“: 153.
მოქალაქეებს საშუალება აქვთ, ნებისმიერი გარემოსდაცვითი კანონდარღვევის შესახებ ინფორმაცია შეატყობინონ დეპარტამენტს, რასაც დაუყოვნებლივ რეაგირება მოჰყვება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები