ირაკლი ღარიბაშვილი: სავაჭრო ურთიერთობების მიმართულებით საქართველოს მნიშვნელოვანი წინსვლა აქვს

“ეჭვიც არ მეპარება, რომ შიდა დესტრუქციულ ძალებს არ სურთ ურთიერთობების ნორმალიზება და სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
საქართველოს პრემიერის თქმით, სავაჭრო ურთიერთობების მიმართულებით საქართველოს მნიშვნელოვანი წინსვლა აქვს.
“ეჭვიც არ მეპარება, რომ შიდა დესტრუქციულ ძალებს არ სურთ ურთიერთობების ნორმალიზება და სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა. ჩვენი ინტერესი კი არის რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენა. ეს პროცესი უკვე დაიწყო, თუმცა მთავარ პრობლემად რჩება აფხაზეთი და სამაჩაბლო. დანარჩენ საკითხებში მივყვებით თანამიმდევრულად და გვაქვს აბსოლუტურად კეთილმეზობლური ურთიერთობები და მიდგომები.
საქართველოს პრემიერის თქმით, სავაჭრო ურთიერთობების მიმართულებით საქართველოს მნიშვნელოვანი წინსვლა აქვს.
წლების წინ სააკაშვილის გაუაზრებელი პოლიტიკის გამო გაწყვეტილი დიალოგის შემდეგ, ჩვენი პრაგმატული პოლიტიკის გზით შევძელით ბაზრის ხელახლა გახსნა და ამას ვაფასებთ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ეს კომენტარი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებზე საქართველოს მიერთების თემაზე კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, 15 სანქციიდან საქართველოს მხოლოდ ერთს შეუერთდა. “პირადად ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის პოზიცია არის შემდეგი, მე ვიყავი და ვარ წინააღმდეგი, საქართველო მიუერთდეს ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. ჩვენ ეს პოზიცია გვქონდა გასულ წელს და  იგივე პოზიცია გვაქვს ახლაც. არ ვაპირებთ ამ პოზიციის შეცვლას. 15-დან ერთადერთი სანქცია, რომელსაც შეუერთდა საქართველო გასულ წელს, შეეხებოდა მხოლოდ ყირიმსა და სევასტოპოლში წარმოებული პროდუქტის ექსპორტზე დაწესებულ სანქციებს. მოგეხსენებათ, ჩვენ იგივე მდგომარეობაში ვიმყოფებით, ჩვენ გვაქვს პრობლემა ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. ჩვენ იგივეს ვითხოვთ დანარჩენი სახელმწიფოებისგან. ჩვენი არაღიარების პოლიტიკიდან გამომდინარე, ეს იყო გარდაუვალი აუცილებლობა. სხვა სანქციებზე გვქონდა მსჯელობა მთავრობის შიგნით გასულ წელს და გადავწყვიტეთ, რომ არ ვაპირებთ, შევუერთდეთ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. ეს გადაწყვეტილება ძალაში რჩება”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილების რამდენიმე მიზეზი არსებობს, პირველ რიგში, ის, რომ “ძალიან ვუფრთხილდებით იმ მონაპოვარს, რომელიც უკვე გვაქვს რუსეთ-საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობების აღდგენის სახით”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები