თამარ სანიკიძე: ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, სავარაუდოდ, თბილისში იქნება
სექტემბერ-ოქტომბერში ტექნოლოგიური უნივერსიტეტისთვის პარტნიორი შეირჩევა, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ განაცხადა.
როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, შესარჩევი ეტაპი დასასრულს მიუახლოვდა, გამოკვეთილია რამდენიმე მაღალრეიტინგული უნივერსიტეტი და დასკვინითი მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
სანიკიძის ინფორმაციით, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, სავარაუდოდ, თბილისში იქნება.