გიგლა აგულაშვილი ყაზბეგში, სტიქიურ პროცესებზე მონიტორინგის მიმდინარეობას გაეცნო

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსთან – თამარ ბაგრატიასთან ერთად მცხეთა-მთიანეთის რეგიონს სტუმრობდა.
გიგლა აგულაშვილი დაბა ყაზბეგში, დევდორაკ-ამალის ხეობაში სტიქიურ პროცესებზე მონიტორინგის მიმდინარეობას გაეცნო.
მინისტრმა სპეციალისტებთან ერთად მოინახულა ის ადგილები, სადაც ადრეული შეტყობინების სისტემებისათვის საჭირო ხელსაწყო-დანადგარები უნდა განთავსდეს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, დევდორაკ-ამალის ხეობაში სტიქიური პროცესების მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ და ინფორმაციას შესაბამის უწყებებს აწვდიან.
მონიტორინგის მიზანია საქართველოს სამხედრო გზაზე (დარიალის ხეობაში) მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების და ლარსის სასაზღვრო – გამშვებ პუნქტსა და ჰიდროელექტროსადგურზე მომუშავე თანამშრომლების დროული ინფორმირება, ხეობაში მოსალოდნელი სტიქიური პროცესების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები