სოფელ შალაურში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში გზის რეაბილიტაციას ახორციელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა დაათვალიერა.
შალაურის ღვინის მარანთან მისასვლელი გზის 1 კმ-იან მონაკვეთის რეაბილიტაცია კერძო და საჯარო სექტორის პარტნიორობის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ტარდება. გზის შეკეთების პარალელურად ახალი სანიაღვრე ქსელიც მოეწყობა.
მუნიციპალური განვითარების ფონდი კერძო და საჯარო სექტორის პარტნიორობის კერძო სექტორის ხელშეწყობას ფარგლებში აგრძელებს.
შალაურის მარნის ხელმძღვანელობა იღებს ვალდებულებას, რომ გზის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ ღვინის მარანთან ააშენოს სასტუმრო, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში ტურიზმის განვითარებას და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას.
აღნიშნული გზა წლების განმავლობაში ამორტიზებული იყო, რეაბილიტაციის შემდეგ, როგორც ღვინის მარნის სტუმრებისთვის, ასევე სოფელ შალაურის მოსახლეობისთვის გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება. პროექტი, რომლის ღირებულება 250 233 ლარია, მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება.