თბილისში გეოგრაფიული ობიექტების აღმნიშვნელი აბრების დიზაინის შესარჩევი კონკურსის სპეციალური ვადები შეიცვლა
თბილისში გეოგრაფიული ობიექტების აღმნიშვნელი აბრების დიზაინის შესარჩევი კონკურსის ჩატარების სპეციალური ვადები შეიცვალა, – ამის შესახებ განცხადებას თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ლია ჯახველაძე ავრცელებს.
„I ეტაპი გულისმობს კონკურსის გამოცხადებას, განაცხადების შევსებას და საკონკურსო ნამუშევრების წარდგენას – 2015 წლის 6 ივლისიდან 2015 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით;
II ეტაპი მოიცავს საკონკურსო კომისიის მიერ ნამუშევრების გაცნობასა და შეფასებას, რაც წარმოებს ნამუშევრების წარდგენის ვადის ამოწურვიდან ერთი თვის ვადაში;
III ეტაპი განკუთვნილია გამარჯვებულების გამოვლენისა და დაჯილდოებისთვის, რაც უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2016 წლის 31 იანვრისა.
დედაქალაქში გარკვეული სახის პრობლემები შეიმჩნევა. ქალაქის უმეტეს ნაწილში ქუჩების აღმნიშვნელი აბრები არაა დამონტაჟებული, რიგ შემთხვევებში კი არაერთი ბეჭდური შეცდომაა დაშვებული. კონკურსის მიზანია ურბანული გარემოს ინფორმაციულობის ამაღლება და გარემოს ესთეტიკური გაუმჯობესება, აგრეთვე აბრების საუკეთესო დიზაინის შერჩევა და გამარჯვებულების გამოვლენა. კონკურსი ხელს შეუწყობს მონაწილე პირების შემოქმედებით აქტივობას, ჯანსაღი, კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას, ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენასა და წახალისებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება დაწყებულია. დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, დეტალური ინფორმაცია იხილონ საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე: http://www.tbsakrebulo.gov.ge
კონკურსი 2015 წლის 6 ივლისს გამოცხადდა და 2016 წლის 31 იანვრამდე გაგრძელდება.