კახა კახიშვილი არასამთავრობო სექტორს ხვდება

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი არასამათავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ხვდება.
როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრის მიზანი სასჯელაღსრულების უწყების განვითარება და ყველა იმ საკითხის მოსმენაა, რასაც არასამთავრობო სექტორი უწყების პრობლემად მიიჩნევს.
“სასჯელაღსრულების უწყების განვითარების კუთხით არასამთავრობო ორგანიზაციების ხედვა მაინტერესებს და ამიტომ ვმართავ მათთან შეხვედრას. როგორც მოგეხსენებათ, ძალიან სერიოზული სტრუქტურული და სიღრმისეული რეფორმა ჩატარდა ამ სისტემაში, რომელმაც ფატქობრივად დაარეგულირა სარეჟიმო პირობების, ადამიანის უფლებების პირობების უზრუნველყოფა სისტემაში. ძალიან ბევრი განცხადება წამიკითხვას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების სისტემაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით. ამიტომ მინდა მათ შევხვდე და პირადად გავესაუბრო იმ პრობლემებზე, რომლებიც მათ მიაჩნიათ, რომ არის პრობლემა და, ამავდროულად, განცხადება მხოლოდ განცხადებისთვის რომ არ დარჩეს, დავსახოთ სამუშაო შეხვედრების გრაფიკი, სადაც განცხადებას უნდა მოჰყვეს კონკრეტული ხედვა, როგორ შეიძლება კონკრეტული პრობლემის გადაჭრა”, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები