ლისის ტბაში გაუჩინარებული მამაკაცის ძებნა დილიდან განახლდა

ლისის ტბაში გაუჩინარებული 52 წლის მამაკაცის ძებნა დილიდან განახლდა.
ღამის 4 საათამდე მაშველები და მყვინთავები მას უშედეგოდ ეძებდნენ, რის შემდეგაც სამუშაოები დროებით შეჩერდა, თუმცა პერიმეტრზე მთელი ღამის განმავლობაში მორიგე ჯგუფი იმყოფებოდა.
როგორც გაუჩინარებული მამაკაცის მეგობარი აცხადებს, მან ცურვა არ იცოდა და წყალში ნაპირთან ახლოს იმყოფებოდა, ცოტა ხანში კი გაუჩინარდა.
„მთელი ღამის განმავლობაში ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა დაკარგული პირის სამძებრო სამუშაოები, რომელიც წყალში შევიდა და ამოსული არავის არ დაუნახავს. ამ ეტაპზე საძიებო სამუშაოებში ჩართულები არიან დამატებითი მყვინთავები, რომლებიც აწარმოებენ ლისის ტბის ფსკერის დათვალიერებას“,- განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის საააგენტოს თანამშრომელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები