„თბილისს ღირსეული პროკურორი ყავს!“

ადვოკატი  ლილიკო გელაშვილი, ერთ-ერთი პროკურორის მიერ, პატიმრის გათავისუფლების შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.
ადვოკატი აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მსჯავრდებულის შესახებ მაინ ინფორმაცია ასევე „ფეისბუქში“ შეიტყო და პოსტი, რომელშიც არც მსჯავრდებულის ვინაობა იყო მითითებული და არც ადგილი, სადაც სასჯელს იხდიდა პროკურორ მიშა შაყულაშვილს ჩაუგდო.
“საჯაროდ ქება მიჭირს ხშირად, მით უფრო პროკურორების, ეს იცის ყველამ. მაგრამ არა ვთქვა, არ შემიძლია… ახლა დავბრუნდი კახეთიდან. დედოფლისწყაროში წმინდა ელიას ტაძარში მოვილოცე და სასიამოვნოდ დაღლილი დავბრუნდი, მაგრამ მთავარი სასიამონო ამბავი აქ მელოდა. ეს ამბავი თქვენი ემოციებია, თქვენი, ადამიანების, ვისაც გტკივათ გაჭირვებული და გედარდებათ სხვისი დარდი.
წუხელ ლიამ მძიმე პოსტი დადო. პროფესიულად პატიმარი ქმარი განსაკუთრებით მეტკინა. მე არაფერი შემეძლო. შევძელი მხოლოდ ის, რომ დაკოპირებული პოსტი გავუგზავნე თბილისის პროკურორს, ბატონ მიშა შაყულაშვილს. არაფერი მითხოვია. არც მქონდა უფლება, მე არ ვიყავი პატიმრის ადვოკატი, სახელი და გვარიც არ ვიცოდი მისი…
მხოლოდ ცდა შემეძლო: ან უნდა მიეღო, როგორც ერთი რიგითიპატიმრის საქმე, ან უნდა გაეთავისებინა 7 თვით ხელში გაუბედურებული ადამიანის ყოფა და წასულიყო კომპრომისზე. ამას ვერავის მოთხოვ, მით უფრო პროკურორს. ეს უნდა შეგეძლოს სადღაც შიგნიდან, კაცობიდან, გულიდან, ტკივილიდან.
არავინ არ ავალდებულებდა. და მან ეს შეძლო! ვინაობაც დაადგინა, საქმეც შეისწავლა და გადაწყვეტილებაც მიიღო. ეს სიკეთე მხოლოდ მისი დამსახურებაა (გათავისუფლება).
თბილისს ღირსეული პროკურორი ყავს!
თბილისს ყავს ასევე ნანა კაკაბაძე, რომელმაც ეს ტკივილი მიიტანა ჟურნალისტამდე. თბილისს ყავს ლია ტოკლიკიშვილი, რომელმაც ჩვენ ყველას გაგვიზიარა დარდი და თბილისს ყავს ის ადამიანები, რომლებიც შევძლებტ და დავეხმარებით შემდგომშიც იმ პატარას სიცილში და არა ტირილში! მე მიყვარს ასეთი საქართველო!!”, – წერს  ადვოკატი  ლილიკო გელაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები