ნოდარ ხადური ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დღეს სს “ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” გენერალურ დირექტორს ვასილ ხორავასა და ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარეს გიორგი კოტრიკაძეს შეხვდა.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ ფინანსთა მინისტრს მადლობა გადაუხადა აქტიური კომუნიკაციისა და თანამშრომლობისთვის.
მისი თქმით, ფინანსთა სამინისტროსთან დიალოგის ფორმატში მოხდა ბიზნესის მხრიდან გამოთქმული წინადადებებისა და მოსაზრებების გაზიარება.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო დარგის განვითარებისა და ხელშეწყობისთვის აუცილებელ ღონისძიებებს, ნავთობპროდუქტების სფეროში არსებულ ტენდენციებს. აღნიშნულ დარგში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებს, ბაზარზე ხარისხიანი და კონკურენტული პროდუქციის არსებობის მნიშვნელობას.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი, მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი და შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვახტანგ ლაშქარაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები