თბილისის რამდენიმე უბანს ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება

დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, ხვალ თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

“თელასის” ინფორმაციით, დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონებში გეგმური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის, აღმაშენებლის გამზირის, ვაგზლის მოედნის, გორის, იამანიძის, ქურდიანის, ბათუმის, ფიფიას, შანავას, მეტრეველის, მაიაკოვსკის, ევდოშვილის, აბასთუმნის, ცაბაძის, ლებანიძის, წინამძღვრიშვილის, ბორჯომის, თამარ მეფის, ბაქოს, დოლიძის, ჩუბინაშვილის, კონსტიტუციის, ფოცხვერაშვილის, ნინოშვილის და სურამის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გეგმური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: მამარდაშვილის, გრანელის, ბენაშვილის, ჩიტაიას, ჩიქობავას და ჩუბინაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ზაქარაიას, ჟღენტის, კამალოვის, დობროლუბოვის, კოდალოს, ზედაუბნის, მაღაროს, ლოტკინის, კალიუჟინის, თიგიშვილის, მესხიშვილის, კახიანის, კურნატოვის, გულრიფშის, კაჭრეთის, თამარაშვილის, ენისელის და მიტინგის ქუჩების მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სააჯის, ბეთლემის, აჯიაშვილის, ზდანევიჩის და სამღებროს ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის IV კვარტლის მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები