მებაჟეებმა სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეს 80 აბი CODOLIPRANE და 12 აბი BROMAZEPAM BIOGARAN აღმოუჩინეს
შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ფსიქოტროპული და ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების შემოტანის მცდელობა გამოავლინეს.
შემთხვევა, საბაჟო – გამშვები პუნქტის “სარფის” ტერიტორიაზე მოხდა.
შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე გ.ვ.-ს კუთვნილ ავტომანქანაში მოთავსებულ მგზავრის ბარგში მათ 80 აბი CODOLIPRANE და 12 აბი BROMAZEPAM BIOGARAN აღმოაჩინეს.
საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარ სამმართველოს გადაეცა.
მათივე ცნობით, ანალოგიური ფაქტი “სადახლო საავტომობილოს” ტერიტორიაზეც მოხდა. ირანის მოქალაქე ნ.გ.ა.-ის კუთვნილ ბარგში მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული ნივთიერება კოდეინის შემცველი მედიკამენტი ACETAMINOPHEN CODEINE 300/10 (20 აბი) აღმოაჩინეს. საქმე შემდეგი რეაგირებისთვის ქვემო ქართლის საპატრულო პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტს გადაეცა.