ტობავარჩხილის ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ
სამეგრელოში, ტობავარჩხილის ტერიტორიაზე უკვე მეორე დღეა 33 წლის გიორგი მუჩიაშვილს ეძებენ.
დაკარგული ახალგაზრდა ტობავარჩხილის მოსანახულებლად მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.
როგორც მუჩიაშვილის დედა ინგა ვეკუა ყვება, მისმა ვაჟმა ერთ- ერთ ტბასთან გაჩერება გადაწყვიტა, რის შემდეგაც მეგობრებმა მისი მოძებნა ვეღარ შეძლეს.
„თურმე ძალიან დაღლილი იყო და აქ დავრჩებიო, უთქვამს მეგობრებისთვის, ამათ უთქვამთ, ჩვენ ავალთ და აქ დაგვხვდიო. რომ ჩამოვიდნენ, აღარ დახვდათ. მერე მივიდნენ კარავთან და ვერც იქ ნახეს“,-განაცხადა დაკარგულის დედამ.