ალაზანზე თევზჭერის წესების დარღვევა გამოავლინეს

ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე თევზჭერის წესების დარღვევა გამოვლინდა.
აღნიშნული ფაქტი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა გამოავლინეს.
ბრაკონიერები აკრძალული საშუალების ე.წ. ელექტროშიკური ზემოქმედების აპარატით თევზაობდნენ.
სამართალდამღვევებს ჩამოერთვათ სამართალდარღვევის იარაღები. მასალები შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს და გადაგზავნილია სამართალდამცავ ორგანოებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები