როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
საქართველოს ტერიტორიაზე მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება. როგორც „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა, აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიკლებს.
ამასთან, სინოპტიკოსი აცხადებს, რომ უმეტესად მთიან რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
„აღმოსავლეთ საქართველოში მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება. პარასკევს დღის მეორე ნახევრიდან აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიკლებს. აჭარის ტერიტორიაზე, ბათუმსა და ქობულეთში 30 გრადუსი იქნება. სამეგრელოში კი – 35 გრადუსამდე“,- განუცხადა „კვირას“ დოდო გვაზავამ.