გიორგი მღებრიშვილი: კრიმინალის წინააღმდეგ უშევაღათო ბრძოლა იქნება გამოცხადებული
კრიმინალის წინააღმდეგ უშევაღათო ბრძოლა იქნება გამოცხადებული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს შინაგან საქმეთა ახალმა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განუცხადა.
როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, უმკაცრესი რეაგირება მოხდება თანამშრომელთა მხრიდან ჩადენილ დანაშაულებებზეც.
“თითოეული ასეთი შესაძლო ფაქტი დეტალურად იქნება შესწავლილი და უმკაცრესი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. მოგეხსენებათ მე ვიცავ ყველას უფლებებს – ჩემი თანამშრომლების უფლებებსაც და იმ უბრალო მოქალაქეებს, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზის გამო პოლიციის დაწესებულებებში ხვდებიან”, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
შს ახალი მინისტრი უწყებაში დღეს მივიდა და ახალ ტანამდებობაზე მუშაობას შეუდგა.