შს ახალი მინისტრი საკადრო ცვლილებებზე: შესაძლებელია გადაადგილებები
საქართველოს შინაგან საქმეთა ახალმა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა შესაძლოა, უწყებაში საკადრო ცვლილებები განახორციელოს. ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა და სამინისტროს პრიორიტეტებზე ისუაბრა.
მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაა.
„მე დავბრუნდი იმ ოჯახში, სადაც შეიძლება ითქვას, რომ ავიდგი ფეხი, როგორც საჯარო მოხელემ. ეს ჩემთვის დიდი გამოწვევა და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაცაა. შესაძლებელია გარკვეული გადაადგილებები, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე თავის თანამდებობას დაემშვიდოდება და ა.შ.”, – განაცხადა მღებრიშვილმა.