უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე იოსებ გოგაშვილი იქნება
უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე იოსებ გოგაშვილი იქნება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს უსაფრთხოების სამსახურის ახალმა უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა განუცხადა.
როგორც გომელაურმა აღნიშნა, დანარჩენი მოადგილეების შესახებ მოგვიანებით ჩამოყალიბდება.
მისი განცხადებით, უსაფრთხოების სამსახური 9 აპრილის (ყოფილი ჩიტაძის) ქუჩაზე მდებარე ყოფილი უშიშროების სამინისტროს შენობაში განთავსდება.
იოსებ გოგაშვილი გომელაურის შს მინისტრობის დროს მისი პირველი მოადგილე იყო.