ტყიბულის რაიონში მოქალაქე ლიცენზიის გარეშე ნადირობდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს იმერეთის განყოფილების თანამშრომლებმა ნადირობის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ტყიბულის რაიონის სოფელ კურსებში მოქალაქე აკრძალულ პერიოდში სათანადო ლიცენზიის გარეშე ნადირობდა.