35 წლის თამარ დიასამიძე ზღვაში დაიხრჩო

  ბათუმში, აკვაპარკის სანაპიროსთან 35 წლის თამარ დიასამიძე ზღვაში დაიხრჩო. როგორც „კვირას“ აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა თურმანიძემ განუცხადა, საგანგებო სიტუაციების სამსახურს სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა აცნობეს, რომ ახალგაზრდა ქალი ზღვაში გადახტა. მისი თქმით, სამაშველო სამსახურის მყვინთავმა ქალი ზღვაში მალევე იპოვა, თუმცა ის უკვე გარდაცვლილი იყო. თურმანიძის განცხადებით, უბედური შემთხვევის შესახებ დიასამიძის ოჯახის წევრებმა გაიგეს და ისინი სამაშველო ღონისძიების დროს სანაპიროსთან იმყოფებოდნენ. 35 წლის ქალის ცხედარი ბათუმის პროზექტურაშია გადასვენებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები